loader

ახალგაზრდებმა არაყი მოიპარეს და თბილისის მერიასთან სვამდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდებმა არაყი მოიპარეს და თბილისის მერიასთან სვამდნენ

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა 4 პირი დააჯარიმეს, სამი მათგანი კი დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდამ ერთ-ერთი მაღაზიიდან არაყი მოიპარა და სკვერში დალევა დაიწყო, სადაც მათ კიდევ ორი ახალგაზრდა შეუერთდა.

სამართალდამცველებმა თავდაპირველად ახალგაზრდები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ალკოჰოლის დალევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლით დააჯარიმეს, რის შემდეგაც სამმა მათგანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ამის გამო სამართალდამცველებმა ისინი 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გარდა ამისა, შს სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არაყი ერთ-ერთი მაღაზიიდან იყო მოპარული, ორი პირის მიმართ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით.

პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია არყის ბოთლი, რომელიც დაკავებულებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან მოიპარეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.