loader

ვულკანის ამოფრქვევის უიშვიათესი კადრები ტურისტებმა გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვულკანის ამოფრქვევის უიშვიათესი კადრები ტურისტებმა გადაიღეს

ვულკან ტავურვურის ყელის აფეთქება და ფერფლის ამოტყორცნა ახლოს მცურავი გემის მგზავრების ობიექტივში მოხვდა. კადრებზე ჩანს, გაყინული ლავის უზარმაზარი ლოდები ასობით მეტრის სიმაღლეზე როგორ ვარდება და აფეთქების ტალღა, რომელიც იღბლიან ტურისტებს რამდენიმე წამის შემდეგ ფარავს.

ამოფრქვევა 30 აგვისტოს მოხდა. ვულკანი ტავურვური პაპუა-ახალ გვინეაში, ახალი ბრიტანეთის კუნძულზე მდებარეობს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ვულკანი ხუთჯერ ამოიფრქვა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა 1994 წელს მოხდა.

იხილეთ:

კამჩატკის ვულკანის ამოფრქვევის ულამაზესი ვიდეო

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - გიგანტური ცეცხლოვანი კრატერი თურქმენეთში

ლავის მდინარე კამჩატკაზე - ვულკანის ამოფრქვევამ საოცარი სანახაობა შექმნა