loader

"უელსის სამიტზე პრემიერს მიწვევა ჰქონდა... მაგრამ არ წავიდა" - დავით ზალკალიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უელსის სამიტზე პრემიერს მიწვევა ჰქონდა... მაგრამ არ წავიდა" - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უელსის სამიტზე პრემიერ-მინისტრს პარალელურ ღონისძიებაზე პირადი მიწვევა ჰქონდა მიღებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ გამხდარიყო ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წავიდოდა ამ სამიტზე.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორი დელეგაციის გამგზავრების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერს პირადი მიწვევა ჰქონდა უელსის სამიტზე და ეს იყო ატლანტიკური საბჭოს ეგიდით ჩატარებული ღონისძიება.

უელსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.