loader

მამამ უარი თქვა ქალიშვილის საკურთხეველთან მიყვანაზე... მისი მიზეზი ცრემლებს მოგგვრით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამამ უარი თქვა ქალიშვილის საკურთხეველთან მიყვანაზე... მისი მიზეზი ცრემლებს მოგგვრით

ამ ვიდეოს გმირ პატარა გოგონას შესაძლოა არასოდეს მიეცეს შესაძლებლობა, საკურთხეველთან მამამ მიიყვანოს... იგი მხოლოდ 5 წლისაა და მამამ უარი თქვა ამ დიდ პატივზე - ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საკურთხეველთან მიიყვანოს თავისი პირმშო. გაგიკვირდათ? თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ იფიქრეთ. მამას ამ გადაწყვეტილებისთვის გასაოცარი მიზეზი აქვს...

4 წლის ასაკში ქლოის საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - თავის ტვინის სიმსივნე. ექიმმა ალექს ლევიმ ვერაფრით შეძლო ქლოეს მშობლების გახარება, თანაც მალე ახალი წელი დგებოდა. გოგონას მამამ ექიმს ერთადერთი კითხვა დაუსვა - იყო თუ არა თუნდაც უმცირესი შანსი იმისა, რომ ის შეძლებდა ქალიშვილის საკურთხეველთან მიყვანას. ალექსს არ შეეძლო გარანტიის მიცემა მისთვის, მაგრამ უთხრა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე გოგონას ცხოვრებაში დამდგარიყო. ქლოის სამი ოპერაცია გაუკეთეს, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი.

...6 თვე გავიდა ქიმიოთერაპიის შემდეგ და ქლოი თავს შესანიშნავად გრძნობს. ექიმი ალექს ლევი პაციენტის ქორწილში უკვე დაპატიჟებულია. ამის შესახებ მან პირადად გოგონას მამისგან შეიტყო, რომელმაც ქლოის გამოჯანმრთელების შემდეგ მკურნალ ექიმს დაურეკა და სთხოვა - როცა ქლოი გათხოვდებოდა, სწორედ მის მხსნელ ექიმს მიეყვანა იგი საკურთხეველთან. ალექს ლევის თქმით, როცა ეს დღე დადგება, ის ალბათ სამსახურიდან წავა, რადგან მის სამედიცინო კარიერაში მსგავსი სასწაული, ალბათ, აღარ განმეორდება.