loader

პრეზიდენტი არ შეიძლება გააგზავნო და გამოაგზავნო - თენგიზ ფხალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი არ შეიძლება გააგზავნო და გამოაგზავნო - თენგიზ ფხალაძე

არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და სად - არა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ იმ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრებას შეეხებოდა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ "პალიტრა TV"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, გადაწყვეტილებაში, რომელიც გაეროში გამგზავრებას შეეხებოდა, უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და მაშინ იქნებოდა ერთი დელეგაცია. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაცხადებული აქვს, რომ ის მიემგზავრება კლიმატის ცვლილების სამიტზე.