loader

"ნაგავში გადავაგდოთ პოლიციური და ქურდული სახელმწიფო" - ირაკლი კაკაბაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაგავში გადავაგდოთ პოლიციური და ქურდული სახელმწიფო" - ირაკლი კაკაბაძე

პოლიციური სახელმწიფო და ქურდული სახელმწიფო უნდა გამოირიცხოს, არც ერთი არ ვარგა, - ამის შესახებ "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" წარმომადგენელმა, ირაკლი კაკაბაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაკაბაძის თქმით, ორგანიზაციის ინიციატივით, მშვიდობის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მშვიდობის მატარებელი 20 სექტემბერს თბილისიდან გავა, გაჩერდება გორსა და სამტრედიაში და ბათუმში ჩავა. ფესტივალში ქართველი ხელოვანები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ. ისინი 22 სექტემბერს კონცერტს გამართავენ ბათუმში, 26 სექტემბრის ჩათვლით კი, ბანაკში იცხოვრებენ და რეგიონალური მშვიდობის პლატფორმას შეიმუშავებენ.