loader

"სამწუხაროდ, ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი" - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაშლილია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ გადაიდგა ნაბიჯები.

"ეს ნაბიჯები გადადგმულია არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უწყებრივი დაპირისპირებიდან. თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და შევეცდებით, მონოპოლიზაცია განვახორციელოთ რომელიმე ინსტიტუტში, იმას მივიღებთ, რაც არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, მოხდა ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ჩაშლის წინაპირობა მან დღეს დილას დაინახა.