loader

"მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი" - ღარიბაშვილი გაერო-ში ვიზიტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი" - ღარიბაშვილი გაერო-ში ვიზიტზე

ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც არის გაერო-ში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, ამდენი სპეკულაციის საგანი გახდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ვინაიდან ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ გაერო-ში ქვეყნის სახელით წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის შეფასება, მისი თითოეული სიტყვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ვთქვათ, ასეთ მარტივ საკითხზე, როგორიც არის გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, გახდა ამდენი სპეკულაციის საგანი. მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს, მიემგზავრებოდა თუ არა იგი გაერო-ში. მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და აგზავნის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი გაერო-ში წასვლის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მქონდა სამზადისი გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით, მქონდა მოლაპარაკებები და ვარ გაერო-ში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. მე მოვისმინე დამაბნეველი განცხადებები სხვადასხვა პიროვნებისგან, თითქოს გაერო-ს ასამბლეა არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი, იმის მიხედვით, როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სახელმწიფო" - განაცხადა ღარიბაშვილმა.