loader

რა ადგილებში აიკრძალა დალევა და რამდენია ჯარიმა დარღვევისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ადგილებში აიკრძალა დალევა და რამდენია ჯარიმა დარღვევისთვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელების სმისათვის შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში:

ა) სტადიონზე, ბ) სკვერში, გ) პარკში, დ) ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ე) სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

სხვა საზოგადოებრივ ადგილში იგულისხმება - საჯარო სივრცეში (მაგ. ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი, ხიდი, გვირაბი, სადარბაზოები და სხვ.), ორი ან ორზე მეტი პირის შეკრების ადგილი.

პასუხისმგებლობა არ გამოიყენება სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებთან, იმ ადგილებთან, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება.

აღნიშნული ქმედების პირველად ჩადენისთვის მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 50-დან 150 ლარამდე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში - ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.