loader

რა საფრთხეს უქმიან მწეველები შვილებს - ვიდეო, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ნახოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საფრთხეს უქმიან მწეველები შვილებს - ვიდეო, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ნახოს

სამწუხაროდ, ბავშვებს არ შეუძლიათ კორექტივების შეტანა უფროსების არჩევანში. ამის საპირისპიროდ, მშობლებს ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნიათ, რომ საკუთარი შვილების ცხოვრება უკეთესი გახადონ. როდესაც მშობლები ბავშვების თანდასწრებით ეწევიან, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათ მიერ მოწეული თითოეული ღერი, ბავშვის მიერ მოწეულიც გამოდის. ჩვენ გაჩვენებთ ვიდეოს, რომელშიც პატარა ბიჭუნა ცდილობს, საკუთარი მეთოდებით ებრძოლოს თამბაქოს კვამლს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლი) მსხვერპლია. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მწეველი მშობლების შვილები მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დგანან.