loader

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოინახულა. "ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად დღეს კიბოს ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პრემიერის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებული 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და მათ მშობლებს თანადგომა აღუთქვეს.