loader

ვაკეში ოჯახის დაყაჩაღება მძღოლმა შეუკვეთა: მძარცველებმა 200 ათას ლარზე მეტი გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკეში ოჯახის დაყაჩაღება მძღოლმა შეუკვეთა: მძარცველებმა 200 ათას ლარზე მეტი გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის რაიონში, ლენტეხსა და თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 აგვისტოს ვიტალი ჩ, რომელიც დაზარალებული ოჯახის ნათესავია და მათთან მძღოლად მუშაობდა, დაუკავშირდა თავის მეგობარ მინდია გ-ს და შესთავაზა, ჩარქსელიანების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განეხორციელებინათ. მან აცნობა მინდია გ-ს, რომ დაზარალებულები სახლში ინახავდნენ დიდი ოდენობით ფულსა და ძვირფასეულობას. მინდია გ-მ დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. ისინი 25 აგვისტოს აბაშიძის ქუჩაზე, ჩარქსელიანების ოჯახს თავს დაესხნენ ყაჩაღურად. დიასახლისსა და სტუმრად მყოფ ქალბატონს ხელ-ფეხი შეუკრეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით სახლიდან გაიტაცეს დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, 100 000 ლარი, 30 000 ევრო, 30 000 აშშ დოლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დააკავეს.