loader

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვახშამზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვახშამზე

არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრმა და "დაბი-ჯგუფის" თავმჯდომარემ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა საქართველოს დელეგაციას სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა, - ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახშმის დაწყებამდე კი, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრმა და "დაბი-ჯგუფის" თავმჯდომარემ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.