loader

ვინ არიან ქართველი გოგონები, რომელთა სიმღერა ინტერნეტჰიტი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ქართველი გოგონები, რომელთა სიმღერა ინტერნეტჰიტი გახდა

"ეს ქართული სიმღერა ტრანსში ჩაგაგდებთ" - ასე გამოეხმაურა ცნობილი ამერიკული ინტერნეტგამოცემა The Huffington Post-ი ტრიო "მანდილის" სიმღერა "აპარეკას", რომელიც მათ საიტზე 9 სექტემბერს განთავსდა. თათული მგელაძე, შორენა ცისკარაული და ანი ჭინჭარაული ამ სიმღერით მსოფლიო ინტერნეტსაზოგადოებამ გაიცნო. ვიდეომ, რომელიც youtube-ზე 4 სექტემბერს აიტვირთა, 10 დღეში თითქმის 1 მილიონი ნახვა და ათასზე მეტი კომენტარი დააგროვა. კომენტარების უმრავლესობა უცხოელებს ეკუთვნით, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ გოგონების შესრულების გამო.

სამივე თვითნასწავლი მომღერალია. გოგონები უახლოეს მომავალში სამი სიმღერის სტუდიურ ჩაწერას აპირებენ. ინტერნეტვარსკვლავობასა და სამომავლო გეგმებზე "მანდილის" წევრებმა "პალიტრა ტვ"-სთან ისაუბრეს.

ავტორები: ლალი პაპასკირი, გიორგი შეყილაძე

Three self-taught Georgian singers who became an internet sensation - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ: ქართველი გოგონების სიმღერამ ამერიკელები "ტრანსში ჩააგდო"