loader

როგორი იქნება ტექნოლოგიური საკლასო ოთახი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება ტექნოლოგიური საკლასო ოთახი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია "იუ ჯი თი"-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა. ოთახის მოდელი დღეს "იუ ჯი თი"-მ განათლების სამინისტროში საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ასევე, კომპანია Acer-ის ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი ნიზოვსკი, Acer-ის რეგიონალური მენეჯერი გიორგი ხვედელიანი და "იუ ჯი თი"-ს ვიცე-პრეზიდენტი გურამ ხოჯანაშვილი დაესწრნენ.

პრეზენტატორების ინფორმაციით, საკლასო ოთახის მოდელი აღჭურვილია Acer-ის ინოვაციური ტექნიკის ნიმუშებით, მათ შორის, თანამედროვე ინტერაქტიული სასწავლო/საპრეზენტაციო სისტემით – სმარტდაფითა და პროექტორით. ოთახში განთავსებულია ნოუთბუქი მასწავლებლისათვის, თაჩ-ეკრანიანი ნეტბუქები და მულტიფუნქციური პრინტერი.

მისივე თქმით, ერთი ტექნოლოგიური საკლასო ოთახი თბილისში, ხოლო ორი რეგიონებში განთავსდება.