loader

"სატანას იცავს მღვდელი" - ლაურა ღაჭავა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სატანას იცავს მღვდელი" - ლაურა ღაჭავა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნამორაძეს 50-ათასლარიანი გირაო დაეკისრა. სასამართლო პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესი დატოვეს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავამ და ძმამ, გიორგი კოდუამ. მათი გაღიზიანება ნოშრევან ნამორაძის დაცვის მხარის მიერ ნამორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის და მისი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებამ გამოიწვია.

ადვოკატის შუამდგომლობის გამოცხადების შემდეგ ლაურა ღაჭავა შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად საქალაქო სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ასევე იხილეთ: "ახლავე წავალ და გადავიხდი" - ნოშრევან ნამორაძე 50-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს