loader

მამაკაცს, რომელმაც პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, სახლში იარაღის არსენალი აღმოუჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცს, რომელმაც პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, სახლში იარაღის არსენალი აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სურენ ჯ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ხოლო მისი ოჯახის წევრი 1952 წელს დაბადებული რობერტ ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სურენ ჯ-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებისას მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა. სამართალდამცველებმა სურენ ჯ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს: სხვადასხვა კალიბრის 7908 ცალი ვაზნა, 138 სასიგნალო ვაზნა, 3 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 1 პნევმატური თოფი, გლუვლულიანი 4 თოფი, მცირეკალიბრიანი 1 შაშხანა, 6 სასიგნალო მაშხალა, 11 ამფეთქი ფალია, 2 ხელყუმბარა, 7 სავაზნე მჭიდი, 1 ნაღმის საძებნი ხელსაწყო, 2 ღამის ხედვის ხელსაწყო, 1 სტაციონალური რაცია, 53 ცალი საშტამპო ღერო, 10 ცალი შტამპი და ავტომანქანის 11 ცალი სანომრე ნიშანი, 2 ყუთი სანომრე დამღა. ასევე ამოღებულია გერმანული წარმოების "ბე-ემ-ვეს" მოდელის 3 და რუსული წარმოების "დნეპრის" მოდელის 1 მოტოციკლი.

სამართალდამცველებმა რობერტ ჯ. ნინოწმინდაში, ხოლო სურენ ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში დააკავეს.