loader

"სახელმწიფოც და კომპანიაც იყო ქუცნაშვილი" - რა კავშირი აქვს დეპუტატის მამას საყდრისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახელმწიფოც და კომპანიაც იყო ქუცნაშვილი" - რა კავშირი აქვს დეპუტატის მამას საყდრისთან

გადაცემა "მწვანე ზონაში" სტუმრობისას "მწვანე ალერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ექსპერტები ხშირად იცვლიან მოღვაწეობის სფეროს და ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად წარმოადგენს კონკრეტული პროექტის კონსულტანტს, დამოუკიდებელ ექსპერტსა და სამინისტროს წარმომადგენელსაც.

მსგავს მაგალითად გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა მოიყვანეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის მამა, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტის ექსპერტიზაში. მაგალითად, უფროსი ქუცნაშვილი ერთდროულად წარმოადგენდა საყდრისთან დაკავშირებული კომპანია "ერ-ემ-ჯი გოლდის" ქვეკონტრაქტორ "ჯეო ენჯინერინგს" და იმ კომისიას, რომელმაც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში გამოსავალია ისეთი კანონის მიღება, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და საჯარო მოხელეების პირადი ინტერესების გატარებას გამორიცხავს.

იხილეთ გადაცემა "მწვანე ზონა" სრულად