loader

ნიაღვარი ბათუმის ქუჩებში - ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქი დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიაღვარი ბათუმის ქუჩებში - ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქი დაიტბორა

ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რის შედეგადაც ავტოსადგურის ტერიტორია, მაიაკოვსკის, სულაბერიძის, თავდადებულის, ბაგრატიონისა და ე.წ "ჭაობის" დასახლების ცალკეული უბნები დაიტბორა.

დაგუბებული წყალი ბონის ბაზრობის სასურსათო და პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიებში შევიდა. ქუჩებში ინტენსიური მოძრაობა არ იყო და უხვი ნალექის შედეგად საცობები არ შექმნილა, თუმცა, მსუბუქი ავტომობილებისთვის დატბორილ ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებული იყო.

როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, სულ 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა და დახმარებას ძირითადად, ე.წ "ჭაობის" უბნებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვდა.

მისივე თქმით, ძლიერი შტორმის მიუხედავად ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე ზღვას ქვიშა არ გამოურიყავს. გვიან საღამოს, ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ერთი საათით შეუწყდა. "ენერგო-პრო ჯორგიას" განცხადებით, შუქის გამორთვის მიზეზი უამინდობის გამო ქვესადგურის დაზიანება იყო.

იხილეთ ასევე: ხელვაჩაურში "ოცნების ქალაქი" დაიტბორა - მოსახლეობა შველას ითხოვს