loader

პარკირების გამო ერთმა ქალმა მეორე თმებით ითრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარკირების გამო ერთმა ქალმა მეორე თმებით ითრია

ბირმინგემში 20 წლის გოგონა მანქანიდან გადმოხტა და 44 წლის ქალს თმებში სწვდა. ეს ინციდენტი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩხუბი მანქანის პარკირების გამო მოხდა. თავდამსხმელი შუა ქუჩაში მანქანაში იჯდა და მამაკაცს ელოდებოდა, რომელიც მაღაზიაში იყო შესული. ცუდად დაყენებული მანქანის გამო გასვლას ვერავინ ახერხებდა, ამიტომ 44 წლის ქალმა გოგონას სთხოვა, იქნებ ავტომობილი გადაეყენებინა. ამ ფაქტმა 20 წლის გოგონა გააღიზიანა, ქალს თმაში ეცა და ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ დამნაშავის დაკავება ვერ მოახერხა, მასზე ძებნაა გამოცხადებული.