loader

"სააკაშვილს არც სახლი დარჩა, არც ფული და არც ჰალსტუხები" - "Россия 1"-ის რეპორტაჟი თბილისიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილს არც სახლი დარჩა, არც ფული და არც ჰალსტუხები" - "Россия 1"-ის რეპორტაჟი თბილისიდან

რუსულმა ტელეკომპანია Россия 1-მა საქართველოს ექსპრეზიდენტს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა.
"ქართული ოცნების" შურისძიება: სააკაშვილი სახლის, ფულის და ჰალსტუხების გარეშე დატოვეს" - ამ სათაურით გამოქვეყნდა ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული სიუჟეტი, რომელიც რეპორტიორებმა თბილისში გადაიღეს.

"მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არც სახლი დარჩა, აღარც მანქანა, არც ფული და აღარც ჰალსტუხები. დარჩა მხოლოდ ბრალდებები უფლებამოსილების გადაჭარბებასა და 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ექსპრეზიდენტი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, ირწმუნება, რომ მის მიმართ ორგანიზებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს "ქართული ოცნების" ლიდერის შურისძიებაა" - ასე წარადგინეს თითქმის 4-წუთიანი სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა.

წყარო: vesti.ru

ასევე იხილეთ:

შვილი, მეუღლე, მამა, პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის ერთი დღე

"ადამიანს შეიძლება ცოლი მობეზრდეს, როგორც ხალხს მთავრობა" - სააკაშვილი Дождь-ზე

"მიშა ბებიასთან ერთად" - პრეზიდენტი "არაოფიციალურად" უკრაინული მედიის ობიექტივში