loader

როგორ აწყობდნენ თამაშების გარიგების სქემას არბიტრები - შსს-ს ოპერატიული მასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აწყობდნენ თამაშების გარიგების სქემას არბიტრები - შსს-ს ოპერატიული მასალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მსაჯების დაკავების შესახებ ოპერატიულ მასალას აქვეყნებს. ოპერატიულ მასალაში ჩანს, თუ როგორ აწყობენ თამაშების კორუფციული გარიგების სქემას არბიტრები. მასალაში ასევე ჩანს, რომ ბრალდებულები გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ, რომელიც შეეხება ბარათებისა და ჯარიმების რაოდენობას და თამაშის სხვა ეპიზოდებს, ფულს იღებენ.

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. როგორც შსს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა, დაკავებულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ., 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ., 1972 წელს დაბადებული მამუკა უ., 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ., ასევე პირველი კატეგორიის არბიტრები, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ., 1984 წელს დაბადებული ზვიად ა., ეროვნული კატეგორიის ასისტენტი, 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და "ფიფას" არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.
"გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო", - აღნიშნა გიორგი ქურდაძემ.

იხილეთ ასევე: 8 ქართველი მსაჯი მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს