loader

13 წლის ლუკას ოცნება, რომელიც პრემიერმა ”პალიტრა TV”-სგან შეიტყო და აუხდინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის ლუკას ოცნება, რომელიც პრემიერმა ”პალიტრა TV”-სგან შეიტყო და აუხდინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 წლის ლუკა გოდიშვილს, რომლის შესახებაც ”პალიტრა ტვ”-ს სიუჟეტით შეიტყო, ნატვრა აუხდინა – ხელოვნების სკოლის მოსწავლეს უკვე საკუთარი ფანდური და კომპიუტერი აქვს, სადაც საყვარელ მუსიკოსებს მოუსმენს.

ლუკას ოცნება მას შემდეგ აუსრულდა, რაც დედასთან ერთად საგანგებოდ წავიდა კრწანისის ქუჩაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა მისულიყო. მართალია, მაშინ ლუკამ პრემიერთან გასაუბრება და საკუთარი სურვილების გაზიარება ვერ მოახერხა, მაგრამ მისი ამბავი პრემიერისთვის ”პალიტრა ტვ”-ის სიუჟეტით გახდა ცნობილი.

დღეს კი ლუკას პრემიერ-მინისტრისგან გამოგზავნილი საჩუქარი გადაეცა – ფანდური, კომპიუტერი და სპორტული სამოსი, ფეხბურთის ბურთთან ერთად. ლუკა გვპირდება, რომ ცნობილი მომღერალი და ფეხბურთელი დადგება, ქვეყანას ასახელებს და პრემიერის ყურადღებას გაამართლებს.

იხილეთ ასევე: რისი თქმა უნდოდა პრემიერ-მინისტრისთვის პატარა ლუკა გოდიშვილს