loader

ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წითელ ხიდზე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მეოთხე სექტორ ,,ახკერპის" შენობა მინისტრმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სექტორი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს. სასაზღვრო სექტორი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაათვალიერა და ახალი ინფრასტრუქტურით კმაყოფილი დარჩა.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფო საზღვრის დამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. ამდენად, 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებისთვის ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.