loader

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში 1970 წელს დაბადებული მამუკა მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "112"-იდან მიიღო შეტყობინება, რომ ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, ღამის საათებში, მეზობლებს ხმაურით აწუხებდა მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამუკა მ-ს მოსთხოვა წარმოედგინა საბუთები. იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამუკა მ. ადგილზევე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანა, "ჩე-ზე 75 ბ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პისტოლეტი 2002 წელს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთი ბინის დაყაჩაღებისას გაიტაცეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).