loader

"დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ" - ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ" - ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, სოფელ დოლოგანში დამეწყრილი ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

პრემიერის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტიქიის საკითხებზე დასავლეთ საქართველოში 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სტრუქტურებიდან 2 000 თანამშრომელი მუშაობს.

ღარიბაშვილის თქმით, გუშინ სამაშველო სამსახურში 800 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 600-ზე რეაგირება იყო დროული.