loader

"შენი დედა... მონებო, ბო...ო" - ბესო ზანგური VS "თავისუფალი ზონა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი დედა... მონებო, ბო...ო" - ბესო ზანგური VS "თავისუფალი ზონა"

დღეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქციები გაიმართა. პირველი აქციის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული იდეა", მეორე აქციისა კი - ჟურნალისტები. აქციების მონაწილეები "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ. ზაზა დავითაია ორი დღის წინ სცემეს. ცემაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია.

აქციაზე მსახიობი ბესო ზანგური და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძეც გამოჩნდნენ. "რამდენიმე დღის წინ სცემეს ჟურნალისტი და ამას ვაპროტესტებთ. დღეს, როგორც ხედავთ, ეს ადამიანები ამოფარებულები არიან პოლიციას და პოლიციის იქით გამოსვლის ეშინიათ", - განაცხადა ვაჩნაძემ.

ავტორები: ლექსო ნაბახტეველი, თეა ბითაძე, გიორგი შეყილაძე

ასევე იხილეთ:

"თავისუფალი თაობის" წევრებმა პრეზერვატივები და ცოცხები ისროლეს

აქციის მონაწილეებზე მეტი სამართალდამცველი "თავისუფალი ზონის" ოფისთან