loader

ეკა ბესელიას ინგლისურმა ინტერნეტსივრცე "შოკში ჩააგდო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ბესელიას ინგლისურმა ინტერნეტსივრცე "შოკში ჩააგდო"

"ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - ან სააკაშვილი ან ახალაია, - აღნიშნული განცხადებით დეპუტატმა ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, თუმცა საქართველოში რეზონანსი არა ბესელიას ნათქვამის შინაარსს, არამედ მისი ინგლისურის გამოთქმას მოჰყვა.

ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თითქმის სამი წუთის განმავლობაში ინგლისურად საუბრობს, მან საკუთარ Youtube-ის არხზე გამოაქვეყნა. ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ რამდენიმე საათში 28 ათასამდე ნახვა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ბესელია პირველი ქართველი პოლიტიკოსი არ არის, რომელსაც ინგლისურად მეტყველებამ უხერხულობები შეუქმნა. შეგახსენებთ, რომ არანაკლებ ქილიკი საგნად იქცა შალვა ნათელაშვილის "დაუნ ვი დიკტეიტე".

Eka Beselia’s English speech at European Parliamentary Assembly session - Watch the video on georgianews.ge


ასევე ნახეთ:

"Daun vi Dikteite" - შალვა ნათელაშვილის ფრაზაზე სიმღერა შექმნეს

როგორ ჟღერს შექსპირი შალვა ნათელაშვილის ინგლისურში

სააკაშვილმა შალვა ნათელაშვილს ინგლისური დაუწუნა