loader

გურიაში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურიაში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა

ოზურგეთის სოფელ დვაბზუში თემურ რ.-მ მეუღლე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, - ამის შესახებ მოკლულის მეზობლები აცხადებენ.
მეზობლები ყვებიან, რომ მათ მოკლულის მცირეწლოვანი შვილების ყვირილი ესმოდათ, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და როდესაც დასახმარებლად მივიდნენ, ნატალია რ. გარდაცვლილი დახვდათ.
"მას 4 და 7 წლის შვილები დარჩა. გვესმოდა მათი კივილი. ისინი დახმარებას ითხოვდნენ. ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, თუმცა, ახლა რის გამო იჩხუბეს, არ ვიცით", - აცხადებენ მეზობლები.

გავრცელებული ინფორმაციითვე, სახლს, რომელშიც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა. ამ დროისათვის მკვლელობაში ბრალდებული თემურ რ. დაკავებულია. დაკითხვაზე იმყოფება ბრალდებულის დედაც.

მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში მოხდა. 1985 წელს დაბადებული ნატალია რ. ქმარმა ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სახლს, სადაც გვამი იყო, ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Husband killed his wife in Guria in front of their children - Watch the video on georgianews.ge