loader

რას "ასწავლის" ქართველი ლექტორი სტუდენტებს ინგლისურის ლექციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას "ასწავლის" ქართველი ლექტორი სტუდენტებს ინგლისურის ლექციაზე

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ლექციაზე ფარულადაა გადაღებული. Youtube-ზე ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ კადრები სამხატვრო აკადემიაშია გადაღებული და აღნიშნული ლექტორი სტუდენტებს ინგლისურ ენას უკითხავს, თუმცა 7-წუთიან ვიდეოში ინგლისურს ნამდვილად ვერ მოისმენთ. ლექტორი სტუდენტებს სხვადასხვა ისტორიას უყვება, თანაც, საკმაოდ უჩვეულო ლექსიკით: "ეს იყო საკაიფო, იმენა ჩემებური რა!"

"...დავახიე კინაღამ ეს ნაწერი თავზე, გავლანძღე გემრიელად... არ იყო ეს მაგისი დაწერილი. როცა ადამიანი 8 თვე არ დადის, to be არ იცის და work არ იცის, თუ 30 ქულაზე დაწერს, მე ვიცი, რა მეთოდებით დავუწერო ნიშანი. მე ვიცი, ნუ, ჩემი მეთოდი, ხო არ გავიშიფრები? არ ვარ მე თქვენი მტერი, მომხრე ვარ. ჩემი მოტყუება არ შეიძლება" - მიმართავს ლექტორი სტუდენტებს.