loader

გოგონას მუცლიდან ოთხი კილო თმა ამოუღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონას მუცლიდან ოთხი კილო თმა ამოუღეს

18 წლის ყირგიზ აიპერი ალექსეევას ექიმებმა მუცლიდან ოთხ კილოგრამიანი თმების გორგალი ამოუღეს. გოგონა იშვიათი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, რის გამოც საკუთარ თმას ჭამდა.

აიპერი ალექსეევა ტრიქოგრაფიის მსხვერპლი გახდა - ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომელიც თმის ჭამის დაუოკებელ სურვილს აჩენს. გოგონა საკუთარ თმას ჭამდა და მრავალი წლის განმავლობაში ეს მის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. სინამდვილეში კი შეჭმული თმის მონელება არ ხდებოდა, მუცელში თმა გორგლად გროვდებოდა, რომელიც გამუდმებით იზრდებოდა ზომაში.

იმ დროისთვის, როდესაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მუცელში ძლიერი ტკივილების გამო, აიპერის უკვე აღარც ჭამა შეეძლო და აღარც სითხის მიღება. პაციენტი ძლიერი გაუწყლოებისგან და შიმშილისგან იტანჯებოდა და რომ არა ქირურგიული ჩარევა, დიდი ალბათობით, გარდაიცვლებოდა.

სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ერთადერთი ალტერნატივა იყო მის გადასარჩენად. ექიმებმა აიპერი საოპერაციოში შეიყვანეს, მუცელი გაუჭრეს და ოთხ კილოგრამზე მეტი თმის გორგალი ამოუღეს. სამედიცინო ჩანაწერებში უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ტრიქოგრაფიის ასეთ ექსტრემალურ შემთხვევაზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. როგორც ანალიზმა აჩვენა, გორგალი შედგებოდა ადამიანის თმისა და ცხოველების ბეწვისგან.

პაციენტი სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. საავადმყოფოდან გამოწერისას აიპერი ექიმებს შეჰპირდა, რომ აღარასოდეს გაიმეორებს იგივეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე