loader

"პარლამენტართა სახეები ევროსაბჭოში", ანუ კანდელაკი, თაქთაქიშვილი და ბესელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პარლამენტართა სახეები ევროსაბჭოში", ანუ კანდელაკი, თაქთაქიშვილი და ბესელია

ეკა ბესელიას "ინგლისურის სკანდალზე" გამოხმაურება ინტერნეტსივრცეში უკვე მესამე დღეა გრძელდება. ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრების გამოსვლას youtube-ის მომხმარებელმა კიდევ ერთი ვიდეო მიუძღვნა. ვიდეო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი მინაწერით გააზიარა: "შეიგრძენით განსხვავება..."

ვიდეოს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა: "ინგლისური და კომპიუტერი უჭირს, თორე მეგრული და კალკულატორი, იცოცხლე, სხლავს..." - წერს თარგამაძის ერთ-ერთი "ფეისბუქ-მეგობარი". "ბესელია რომ არ უქნია ღმერთს, ეგ სადავო არაა, არც სმენა აქვს და არც სინდისი. მაგრამ "კმარა"-ში გამოზრდილი ჩიორა და კანდელაკი, ენების ცოდნის მიუხედავად, კიდევ დიდხანს (50 წელიწადს მაინც) ვერ დაიმსახურებენ ქართველი ხალხის სიმპათიას და მხარდაჭერას" - ეხმაურება ვიდეოს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

“Feel the difference…” - Georgian delegates' speeches abroad - Watch the video on georgianews.ge

ასევე იხილეთ: ეკა ბესელიას ინგლისურმა ინტერნეტსივრცე "შოკში ჩააგდო"