loader

აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ჰოლანდიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ჰოლანდიაში

"ჩემი სახლი აფხაზეთი" - აფხაზეთიდან დევნილი ოთხი მხატვრის ნამუშევრების ექსპოზიცია ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში 26 სექტემბერს გაიხსნა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გალერეა "ფრედერიკ ვან დერ ვლისტში" ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ნამუშევრებია წარმოდგენილი.

გამოფენის ორგანიზატორია ფონდი "არტ ექო" და ფესტივალი "იბერია", რომლის ორგანიზებითაც 2010 წლიდან ჰოლანდიასა და საქართველოში არაერთი კულტურული პროექტი განხორციელდა. გამოფენის გახსნას ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ჰოლანდიელები, ასევე, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.

გამოფენა 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.