loader

პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს

სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცეველები ერთ-ერთ საქმეზე მის დევნას ახორციელებდნენ. პოლიციელებმა 22 წლის მირზა გოჩუაძის შეჩერება სცადეს, თუმცა, ავტომაქანის მძღოლი მათ არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სროლა განახორცილეს.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაიჭრა და ავტომანქანით სადარბაზოს შეეჯახა. მირზა გოჩუაძე საავადმყოფოში გადაყვანეს, სადაც იმყოფებიან მისი ახლობლები და მშობლები. ისინი საავადმყოფოში შეიჭრნენ.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციითვე, პოლიციელს უკვე შეუჩერეს უფლებამოსილება და ის დაკითხვაზე იმყოფება.

იხილეთ ასევე: ქუთაისში პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა