loader

ექსკლუზიური ბოკალი, რომლითაც საფერავი უნდა დალიოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური ბოკალი, რომლითაც საფერავი უნდა დალიოთ

4 ოქტომბერი ქართული ღვინის დღეა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სპეციალურად საფერავისთვის დამზადებული ბოკალის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სომელიეთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

როგორც პრეზენტაციაზე სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა განაცხადა, საფერავის დასაგემოვნებლად ბოკალი ექსკლუზიურად ავსტრიულმა კომპანია "რიდელმა" შექმნა.

"საფერავის" ბოკალის დაბადების ისტორია მნიშვნელოვან ეპიზოდად შევა საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში, ფილმს ქართულ ღვინოზე ნანა ჯორჯაძე იღებს. რეჟისორი გადამღებ ჯგუფთან ერთად პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.

Special Saperavi wineglass presented on Georgia’s Wine Day - Watch the video on georgianews.ge