loader

პატრულმა მოქალაქეს სამარშრუტო ტაქსში დარჩენილი 11 000 აშშ დოლარი დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრულმა მოქალაქეს სამარშრუტო ტაქსში დარჩენილი 11 000 აშშ დოლარი დაუბრუნა

მოქალაქეს, რომელსაც სამარშრუტო ტაქსში 11 000 აშშ დოლარი დარჩა, პატრულმა თანხა დაუბრუნა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წ. დაბადებული ფრიდონ კუსრაევისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოფელ წეროვანთან სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშიც 11 000 აშშ დოლარი ჰქონდა.

პატრულ-ინსპექტორებმა შეტყობნების მიღებისთანავე თბილისისკენ მოძრავი ავტომანქანის სავარაუდო მონაცემები თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსი თბილისში, დადიანის ქუჩაზე გააჩერეს და ფულიანი ჩანთა იპოვეს. პატრულმა ნაპოვნი თანხა კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.