loader

საქორწინო კაბებში გამოწყობილი ჟურნალისტები ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქორწინო კაბებში გამოწყობილი ჟურნალისტები ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდასაჭერად

კომპანია ”მარიგოლდის” საქორწინო კაბებსა და ახალუხში გამოწყობილი ჟურნალისტები ბოლნისის შემდეგ ამჯერად ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე გამოჩნდნენ.

”ჩვენ ყველგან ვართ''- ამ სახელწოდების აქციამ, წინა წლისგან განსხვავებით, საქველმოქმედო ხასიათი მიიღო და უფრო მასშტაბური და სანახაობრივი გახდა. ჟურნალისტებმა საქორწინო კაბები ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდასაჭერად მოირგეს.

ღონისძიების მხარდაჭერები და ორგანიზატორები იყვნენ: კომპანია ”მარიგოლდი”, ეროვნული ”სკრინინგ ცენტრი" და ლანჩხუთის ”გამარჯვებულ ქალთა კლუბი". ღონისძიება პოლონეთის მთავრობის დახმარების ფარგლებში განხორციელდა.

ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე დაწყებული ფოტოსესია ჯიხეთის დედათა მონასტრის ეზოში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტებთან ერთად, ”გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრებიც მონაწილეობდნენ.

ფოტოსესიის შემდეგ, ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ქალბატონების მხარდასაჭერად, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივ მომღერლებთან ერთად მიშა სულუხიამაც მიიღო მონაწილეობა.
”მარიგოლდის” პროექტი ერთი წლის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონში გაიმართება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი