loader

ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამ თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამ თავი მოიკლა

ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამ თავი მოიკლა. როგორც ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს, მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროს სადგურ "300 არაგველის" ლიანდაგში ჩახტა, სწორედ 27 წლის დათო გვასალია იყო. მას მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.

ტრაგედიის შემდეგ დათო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და მედიკამენტ ”კლოფელინის” დიდი დოზა დალია. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ოთხი შვილის დედას, ლალი გვასალიას ორი ვაჟი დარჩა.

გვასალიების ოჯახში ტრაგედია პირველად ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დათო გვასალიას დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ თავი მოიკლა. ის შარშან, 17 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ნინო გვასალია 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

იხილეთ ასევე: მეტრო "300 არაგველში" მამაკაცი მატარებლის გადავლის შედეგად დაიღუპა

ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

როგორ ახასიათებენ მეზობლები დაღუპულ ნინო გვასალიას