loader

ვიდეოფაქტი: გზაზე გადმოსული საფლავები ავჭალაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: გზაზე გადმოსული საფლავები ავჭალაში

ავჭალის სასაფლაოზე საფლავები გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული. გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე აცხადებს, რომ გლდანის ტერიტორიაზე დასახლებები დღითიდღე მრავლდება და შესაბამისად, ჩნდება ახალი სასაფლაოები.

გამგებელი მიიჩნევს, რომ უნდა გაკეთდეს ერთიანი ცენტრალიზებული სასაფლაოები და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ, რა ვითარებაში შეიძლება დასაფლავება. ქარცივაძის თქმით, ავჭალის დასახლებაში სასაფლაოები უკვე გზის პირზეა გადმოსული.

გლდანის გამგებელი ამბობს, რომ მოსახლეობა სასაფლაოს სიღრმეში მიცვალებულის დასაფლავებას ერიდება, რადგან სიღრმეში ანტისანიტარია და ქვეწარმავლებია. ამიტომ გზის სავალ ნაწილზე ხდება დასაფლავება.