loader

"ბატონი ადამიანი", "სუს-ის თანამშრომლები" და ინციდენტი თბილისის მერიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონი ადამიანი", "სუს-ის თანამშრომლები" და ინციდენტი თბილისის მერიაში

თბილისის მერიასთან შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, სხდომაზე არ შეუშვეს. ოპოზიციური პარტიის წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიის ფოიეში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ნიკა მელიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფოიეში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა მერიასთან შეკრებილი ხალხის ჯგუფი გაარღვია და შარტავას გამზირისკენ გაიქცა. ინციდენტის დროს ერთი ქალბატონი წაიქცა. მელიას თქმით, მამაკაცი სუს-ის თანამშრომელია, იგი იცნო და მიესალმა, რის შემდეგაც იგი დიდი სისწრაფით გაიქცა.