loader

ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

7 ოქტომბერს ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქებს - ლიძიანისა და პუერს შორის მდებარეობს. მიწისქვეშა ბიძგები პროვინციის დედაქალაქ კუნმინშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის კერა 5 კმ-მდე სიღრმეში დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. შესაძლოა, დიდი რაოდენობის მსხვერპლის თავიდან აცილება მოხდა იმის გამო, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი მეჩხერად დასახლებულ მთიან რაიონში მდებარეობს. ტრაგედიის ადგილზე დაახლოებით ათასი მაშველი, ექიმი და სამხედრო გაიგზავნა.