loader

National Geographic-ის ემოციური რეპორტაჟი სვანეთიდან და დაუვიწყარი შეხვედრა 14 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

National Geographic-ის ემოციური რეპორტაჟი სვანეთიდან და დაუვიწყარი შეხვედრა 14 წლის შემდეგ

ცნობილი გამოცემა National Geographic-ის ფოტოჟურნალისტი აარონ ჰუი სვანეთში 14 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა. პირველად ის საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში 1998 წელს იმყოფებოდა. აარონმა თავისი მოგზაურობის შესახებ National Geographic-ის საიტზე სტატია, ფოტოსურათები და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

"სვანეთი პირველი ადგილი იყო, სადაც ფოტოისტორია შევქმენი. შემიყვარდა იქაური ხალხი, ლანდშაფტები და სიმღერები, რომლებიც მე 1998 წელს ვნახე და მოვისმინე. 14 წლის შემდეგ National Geographic-მა კვლავ სვანეთში გამგზავნა და ვიცოდი, რომ მინდოდა იმ ადამიანების ნახვა, რომლებსაც ადრე შევხვდი. 1998-ში ძალიან ბევრი სურათი გადავიღე, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი გოგონა, თათა ფილფანი დამამახსოვრდა. გადავწყვიტე მისი მოძებნა, მაგრამ ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ფილფანების ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად... ერთ დღეს სახურავზე მყოფი ახალგაზრდები შევნიშნე და ფოტოს გადასაღებად ავყევი მათ. დავიწყე გადაღება. ამ დროს გოგონამ შემომძახა: "მე შენ გიცნობ. პატარა ვიყავი, როცა გადამიღე. ჩემი თვალები მოგეწონა" - ჰყვება ამერიკელი ფოტოკორესპონდენტი მისი და ქართველი გოგონას შეხვედრის ამბავს.

"მაშინვე შევწყვიტე ფოტოების გადაღება, შევხედე გოგონას და მივხვდი, ეს თათა იყო. სოფელში გავისეირნეთ, ბევრი ვისაუბრეთ... ადამიანები იცვლებიან, იზრდებიან, შვილებს აჩენენ, ბერდებიან. შემდეგ მათი შვილები ცხენებით იმავე მთებს გადაივლიან, იმავე სიმღერებს იმღერებენ და ცეკვებს იცეკვებენ, ისაუბრებენ იმავე სიტყვებით, როგორც მათი მშობლები. ეს ყველაფერი აქცევთ მათ იმად, ვინც არიან - სვანები.

Meeting after 14 years: National Geographic photo reporter repeats journey to Svaneti - Watch the video on georgianews.ge

წყარო: nationalgeographic.com

ასევე იხილეთ: სვანებმა BBC-ის კორესპონდენტი აამღერეს - რეპორტაჟი უშგულიდა