loader

სომხური და ქართული ეკლესიებისთვის სადავო ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხური და ქართული ეკლესიებისთვის სადავო ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

სიონის მახლობლად ე.წ. ნორაშენის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების პროცესის დასათვალიერებლად ტაძარში არასამთავრობო ორგანიზაციების: "საქართველოში სომეხთა კავშირის", "მრავალეროვანი საქართველოსა" და "კავშირი – XI საუკუნის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სომხური და ქართული ეკლესიებისთვის სადავო ტაძარში მიწის სამუშაოები დაწყებულია, მიმდინარეობს მოჭრილი მიწის გამოტანა.

სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერების ბოლოს ტაძარში მივიდნენ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლები, რომლებმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს ტაძრიდან მიწის სამუშაოების დაწყებისა და მიწის შრეების გატანის გამო. მათ აღნიშნეს, რომ იქ შესაძლოა არქეოლოგიური ფენები დაიკარგოს. მათი აზრით, ამ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთან შეთანხმებული არ არის.

ექვს სადავო ტაძარზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით კულტურის სამინისტროსთან სპეციალური კომისია 2012 წელს შეიქმნა. სადავო ტაძრებად დასახელებულია: ნორაშენი, მუღნორის სურბგევორქი, სურბშენი, სურბმინასი, შამხორეთსი და ასევე ახალქალაქში ერთი სადავო ტაძარი.