loader

ხმაური სამტრედიაში: ოჯახის წევრები სამართალდამცველებს პატიმრის ცემაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური სამტრედიაში: ოჯახის წევრები სამართალდამცველებს პატიმრის ცემაში ადანაშაულებენ

სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოსთან წუხელ ხმაური იყო, სადაც 19 წლის პატიმრის, გიორგი ადეიშვილის ახლობლები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გიორგი ადეიშვილი ნაცემია  და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

პატიმრის ახლობლები სამტრედიის პოლიციის უფროსსა და თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველები გიორგი ადეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რომ პატიმარი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ისინი პოლიციის შენობასთან გადავიდნენ და შენობაში ადვოკატის შეყვანა მოითხოვეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი ადეიშვილი პრობაციონერი იყო, პოლიცია მას ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდა და ამის გამო დააკავეს.