loader

კახეთში ნათესავი ქალის ცემაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში ნათესავი ქალის ცემაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული კაზანთარ ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნათესავ ქალს - 1974 წელს დაბადებულ ლიმონ ა-ს, მისივე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად გაუსწორდა. კაზანთარ ა-ს თანმხლებმა პირმა ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ეზოში სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. კაზანთარ ა. თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიმონ ა-ს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მას საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ლიმონ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კაზანთარ ა. მომხდარიდან მეორე დღეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

35-year-old man detained on charges of attacking his female relative - Watch the video on georgianews.ge