loader

ამერიკელი ტრანსგენდერი ტრანსგენდერი გოგონების ბენდის შესაქმნელად ჯგუფის წევრებს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი ტრანსგენდერი ტრანსგენდერი გოგონების ბენდის შესაქმნელად ჯგუფის წევრებს ეძებს

32 წლის ამერიკელმა ტრანსგენდერმა ნიკიმ, იგივე ნიკოლ სანდერსმა, წარსულში ჯეისონ ტორესმა, გადაწყვიტა, ტრანსგენდერი გოგონების ბენდი შეექმნა - რაღაც "ფუსი ქეთ დოლსა" და "სპაის გერლზს" შორის და "სიქრით გერლზ" - "გასაიდუმლოებული გოგონები" დაერქმია.

ნიკი ბიჭად დაიბადა და ჯეისონ ტორესი დაარქვეს. ამბობს, რომ ორი წლის ასაკში პირველად გააცნობიერა, რომ გოგონად ყოფნა უნდოდა. როცა გაიზარდა, ოცნება აისრულა. ამისთვის მან პლასტიკურ ოპერაციებსა და ინექციებში დაახლოებით 200 ათასი დოლარი დახარჯა.

ნიკი აქტიურად მუშაობს ჯგუფის წევრების შერჩევაზე - მას ინტერნაციონალური შემადგენლობის შეკრება უნდა - სხვადასხვა რასის და ეროვნების ადამიანების, რომ ბენდს უფრო ბევრი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავდეს.

ნიკიმ გუნდის ერთი წევრი უკვე იპოვა და გულმოდგინედ მუშაობს დანარჩენი სამის შერჩევაზე - ადვილი საქმე ხომ არ არის, ვოკალური მონაცემებიც ჰქონდეს, სუპერგარეგნობაც და თანაც, ტრანსგენდერი იყოს?!