loader

პატიმრის ახლობლებმა ქუთაისში ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმრის ახლობლებმა ქუთაისში ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს

პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულების წინ, ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს. ისინი რუსლან პერტაიას უდანაშაულოდ მიიჩნევებ უკვე რამდენიმე თვეა ციხიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ საქმე ძიებაში მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს და პატიმარი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოინახულოს.

პერტაიას ახლობლების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიმართავენ. მათივე განცხადებით, რუსლან პერტაია უდანაშაულოა და იგი ზუგდიდში პოლიციელებმა უკანონოდ სცემეს, საქმე კი დღემდე გამოუძიებელია.