loader

ზღვის უბნის ორ კორპუსში მცხოვრები 107 ოჯახი საცხოვრებლების დატოვებაზე უარს აცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზღვის უბნის ორ კორპუსში მცხოვრები 107 ოჯახი საცხოვრებლების დატოვებაზე უარს აცხადებს

ლოტკინის მთაზე, ზღვის უბნის მეორე მიკრორაიონის ორ კორპუსში მცხოვრები 107 ოჯახი საცხოვრებლების დატოვებაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ კორპუსებთან დღეს ხმაური იყო. ადგილზე რამდენიმე მოქალაქე მივიდა, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსებში ბინები მათი საკუთრებაა. მათი ინფორმაციით, "თბილგვირაბმშენი" მეტროპოლიტენში მომუშავეებისათვის 90-იან წლებში ბინებს აშენებდა და მათ ამისათვის საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხები ეჭრებოდათ.

კორპუსში ამჟამად მცხოვრებნი კი აცხადებენ, რომ ბინების მესაკუთრეთა ვინაობის გარკვევას ისინი 2003 წლიდან ცდილობდნენ. ბინების ფაქტობრივი მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ არავის საკუთრებაში არ არიან შეჭრილნი და აცხადებენ, რომ მათი ნაწილი სოციალურად დაუცველია. 107 ოჯახიდან ზოგიერთი მათგანი რეგიონიდან არის, ზოგიერთი კი თბილისელია.

ბინების ფაქტობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მათ მისცა ნებართვა, გამხდარიყვნენ ინდივიდუალური აბონენტები და კორპუსებში შეიყვანეს წყალი, გაზი, დენი, რაც მათ სოლიდური თანხები დაუჯდათ. მათივე ინფორმაციით, 2013 წლიდან გამოჩნდნენ პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ კორპუსებში ბინები მათი საკუთრებაა და "თბილგვირაბმშენი" მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ამ კორპუსებში ბინებს უშენებდათ.