loader

ბრაზილიელმა პატიმრებმა 170-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიელმა პატიმრებმა 170-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს

პატიმრებმა, რომელთაც სამხრეთ ბრაზილიაში, გუარაპუავას ციხეში ბუნტი მოაწყვეს, მძევლად 170-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, მძევლებს შორის პენიტენციალური დაწესებულების 12 თანამშრომელია. ყველა მათგანი ციხის სახურავზე თითქმის შიშველი აიყვანეს. 8 ადამიანი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს, რომლებიც სერიოზულად დაშავდნენ.

ამბოხებულები აცხადებენ, რომ ასეთ ნაბიჯზე წასვლა მათ ციხის ზედამხედველების ცუდმა მოპყრობამ და ამაზრზენმა კვებამ აიძულა. ისინი, ასევე, სექსუალური დანაშაულებების გამო გასამართლებულების სხვა ციხეებში გადაყვანას მოითხოვენ. ამბოხებულებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.