loader

ჩამოგლეჯილი ხატები და იატაკზე მიმობნეული სიწმინდეები - თბილისში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩამოგლეჯილი ხატები და იატაკზე მიმობნეული სიწმინდეები - თბილისში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარბიეს

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარბიეს. დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი ყველაფერი დამტვრეულია.  ეკლესიაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მედიას ტაძარში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საშუალება მიეცა.

კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სხვა სახის სიწმინდეებიც, მათ შორის - ჯვრებიც, ბარძიმი, მღვდლის შესამოსლები. გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე დამტვრეულია წმინდა ნიკოლოზის ხატის შუშა. ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით, მოპარულია ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ხატს ეკეთა.

არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეკლესიის ცენტრალური კარი იქ განთავსებული ერთ-ერთი სასაფლაოდან აღებული მარმარილოს ქვით შეამტვრიეს. თავად სამართალდამცველებმა ეკლესიის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს, შესაბამისად უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცების ამოღება.